უცხოეთი
ამერიკელი სენატორების კანონპროექტი კონგრესის თანხმობის გარეშე რუსეთისთვის სანქციების მოხსნას ან შემსუბუქებას კრძალავს

  საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელმა სენატორებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კონგრესის ორივე პალატაში რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით კანონპროექტი შეიტანეს.

  დოკუმენტი კონგრესის თანხმობის გარეშე სანქციების მოხსნას ან შემსუბუქებას კრძალავს და საკითხის განსახილველად 120-დღიან პერიოდს აწესებს.

  თუ კონგრესი ამკრძალავ რეზოლუციას არ მიიღებს, პრეზიდენტს შესაბამისი ზომების მიღების საშუალება ექნება, თუმცა ის ვალდებულია, კონგრესს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასაბუთებული წერილი წარუდგინოს.