უცხოეთი
ჯონ მაკკეინის განცხადებით რუსეთის რაკეტები აშშ–ის არმიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკელმა სენატორმა არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინმა განაცხადა “აშშ–ის და მისი ნატოელი მოკავშირეების შეიარღებული ძალებისთვის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ“. ამგვარი კომენტარი გაუკეთა პოლიტიკოსმა ნიუ იორკ თაიმსის პუბლიკაციას მოსკოვის მხრიდან თითქოსდა 1987 წლის შეთანხმების დარღვევას საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ.

  მაკკეინის განცხადების თანახმად, ფრთოსანი რაკეტების განთავსება „აშშ–ის ახალი ადმინისტრაციის გამოცდაა“. პოლიტიკოსმა მოსკოვისგან „მკაფიო პასუხი“ მოითხოვა და მოუწოდა ამერიკის ლიდერს, „სასწრაფო ზომების მიიღოს შემაკავებელი პოზიციების გაძლიერებისთვის ევროპაში“.