საზოგადოება
პრემიერი კვირიკაშვილი არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ მდივანს აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანის შეხვდა

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. მხარეებმა საქართველოსა და GCC-ის წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობის საკითხები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობას.

  მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ვაჭრობის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის კუთხით არსებული დინამიკა.

  არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივნის განმარტებით, GCC-ის წევრი ქვეყნები დაინტერესებული არიან საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალით, რასაც მოწმობს არაბული კომპანიების გააქტიურება ქართულ ბაზარზე. მხარეთა ინფორმაციით, ივნისის თვიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ავიაკომპანია Gulf Air.

  შეხვედრაზე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხები.