საზოგადოება
გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამ საქმეზე - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები, საქმის მასალების გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ვერ ადასტურებენ, არის თუ არა პროკურატურის მთავარი მოწმე ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე.

  “რუსთავი 2”-ის წყაროს ინფორმაციით, რომელიც გადაცემა “არჩევანში“ გასაჯაროვდა, ფარული მასალა ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ ჩაწერა. იგი ადასტურებს, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმეა, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.

  „მე მაქვს მხოლოდ ვერსიები, რას შეიძლება ეიძულებინა ეს ადამიანი, ეს გაეკეთებინა. შესაბამისად, თუ ჩემი ვერსიები ესე დავადასტურე ჩემი საადვოკატო საქმიანობით, მე სასამართლოს წინაშე დავაყენებ, რომ ის მოწმე იქნეს ამორიცხული მოწმეთა სიიდან. მამალაძე არის თუ სხვა სახელისა და გვარის მქონე მოწმე, არცერთ შემთხვევაში არ მითქვამს, არც დამიდასტურებია და ვერც დავადასტურებ“, -განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

  „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცით, ვინ არის პროკურატურის მთავარი მოწმე, თუმცა ვინ არის ეს პირი, შეზღუდვის გამო ვერ ვასახელებთ. გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ამ საქმეზე და აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენი პოზიცია პროკურატურის პოზიციისგან, რაზეც ამ ეტაპზე ვერ ვსაუბრობთ“, - აცხადებს მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატი ია ნოზაძე.