საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ედება - ადვოკატი მამუკა ნოზაძე

  საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასა და მის მიმართ წაყენებულ ბრალს ეხმაურება ადვოკატი მამუკა ნოზაძე.

  ნოზაძის განცხადებით, გიორგი მამალაძეს ბრალი ედება არა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, არამედ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში.

  ადვოკატის თქმით, ეს არის ოფიციალური ვერსია, რომელიც მას სანდო წყაროდან აქვს.

  “საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება, რომლის თანახმადაც მითითებულია, რომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა იმის გამო, რომ ბრალი ედებოდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობაში.

  ჩნდება ბუნებრივია ეჭვი, რომ პროკურატურა სიმართლეს არ ლაპარაკობს, რომ ხდება ფალსიფიცირება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისა. როდესაც მნიშვნელოვან საქმეს შეეხება საკითხი, არ შეიძლება, დაუმალო საზოგადოებას ბრალის ფორმულირება“, - განაცხადა ადვოკატმა.