აქტუალური
კვირას, სამის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე - ნიკა გვარამია

  საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. ეს განცხადება “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

  „რუსთავი 2”-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით, ამ დღეებში გადაწყდებარუსთავი 2-ის”, თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის და მისი მომავლის ბედი. ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთკენ არის მიმართული.

  ამიტომ ჩვენ, რუსთავიორელებმა, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება - კვირას, სამის ნახევარზე ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შენობასთან რუსთაველზე, ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. მოვითხოვთ იმას, რაც მოგვანიჭა სახელმწიფომ. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი, ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და, რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია “რუსთავი 2”, ვინც უყურებს “რუსთავი 2”-ს, ვისაც უყვარს “რუსთავი 2”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.