სამართალი
გაუგებარია, რატომ არ მოხდა პარლამენტის მხრიდან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება - გიორგი აბაშიშვილი

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ გაკეთებულ კომენტარს  პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უპასუხეს.

  „გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, რომლებიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას და ძირითადში ემყარებოდა ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ მოსაზრებებს. არის საჭირო, რომ პოლიტიკოსები მუდმივად გადიოდნენ კონსულტაციებს ერთმანეთთან, ათანხმებდნენ პრინციპულ საკითხებს და არა გაურბოდნენ დისკუსიებს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.

  შეგახსენებთ, ვეტოს დაძლევის შემდეგ ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რომ მოტივირებული შენიშვნების ნაწილი მისაღები იყო, თუმცა, კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათი ნაწილობრივ გათვალისწინება ვერ მოხერხდებოდა.