სამართალი
„გარემოება, რომ 102 გადაცემიდან შეიძლება დახურო 101, ნიშნავს, რომ უარს ამბობ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე“ - სულხან სალაძე

  საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის მოსაზრებები მიუღებელია სამეურვეო საბჭოს ნაწილისთვის.

  „გარემოება, რომ 102 გადაცემიდან შეიძლება დახურო საზოგადოებრივ მაუწყებელზე 101, ნიშნავს იმას, რომ შენ უარს ამბობ საზოგადოებრივ მაუწყებლობაზე“, - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა სულხან სალაძემ.

  „მოქმედი თანამშრომლები, მოქმედი გადაცემის წამყვანებიც კი ამბობენ, რომ არის ზედმეტი ხალხი ამ ტელევიზიაში, არიან მკვდარი სულები და საჭიროა მათგან გაწმენდა ორგანიზაციის. ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და არა იმაზე, რომ ათას სამასი კაცი წავიდეს და დაჯდეს სახლში“, - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონსულტანტმა ფინანსურ საკითხებში ნოდარ ჭიჭინაძემ, რომელიც არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში მილიონობით დახარჯული თანხის გამო მათ პროკურატურას მიმართონ.