უცხოეთი
პუტინს არ ვიცნობ, რუსეთში საქმეებს არ ვაწარმოებ, შურიანები კი ჭკუაზე იშლებიან! – ტრამპი

  საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს არ იცნობს და შესაბამისად, რუსეთში არავითარ ბიზნესს არ აწარმოებს. ამის შესახებ ის მიკრობლოგ "ტვიტერში" წერს.

  "არ ვიცნობ პუტინს და რუსეთში ბიზნესი არ მაქვს, ხოლო ვინც ვერ მიტანს, ჭკუიდან გადადის. ობამას შეეძლო შეთანხმება დაედო ირანთან, ნომერ პირველ ტერორისტულ სახელმწიფოსთან - პრობლემა არ არის", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი თავის Twitter-ზე.

  მანამდე, ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ამერიკის ყოფილი ლიდერი ბარაკ ობამა მოსწონს.

  „ჩვენ კარგად ვურთიერთობთ. არ ვიცი, აღიარებს თუ არა, მაგრამ მე ის მომწონს და ვგრძნობ, რომ ეს ორმხრივია", - განაცხადა მან. დონალდ ტრამპმა ასევე აღიარა, რომ მას და ობამას საპრეზიდენტო არჩევნების დროს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ.

  „ჩვენ ერთმანეთზე საშინელ რამეებს ვამბობდით, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ მანქანაში ჩავსხედით, პენსილვანია ავენიუზე გავიარეთ და არც კი გვისაუბრია ამაზე. პოლიტიკა საოცარი რამეა“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.