უცხოეთი
სკანდალი (აუდიო): ადეიშვილი და გვარამია მოსამართლეებს 3 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამს აძლევენ! (Українська революція)

   ყველაზე გასაოცარი მიხეილ სააკაშვილსა და მის გარემოცვაში ისაა, რომ ისინი მუდამ აოცებენ. მწიფდება მორიგი სკანდალი – ამჯერად სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა მოსამართლეებს ქრთამს აძლევს. ცნობილია მოსამართლეთა სახელები, კონკრეტული საქმე და, რაც მთავარია, ქრთამის ოდენობა – 3 მილიონი დოლარი. ფულის მოგროვებით, ან, ჟარგონულად რომ ვთქვათ, ფანდრაიზინგით პირადად „Рух нових сил“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილია დაკავებული.

  საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის პროცესზე, რომელიც სააკაშვილმა თავის დროზე უკანონოდ წაართვა მის მფლობელებს. პირველი წელი როდია, რაც საქმე სასამართლოშ განიხილება და სააკაშვილის გუნდმა გადაწყვიტა, ვერდიქტის გამომტანი მოსამართლეებისთვის 3 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამი მიეცა. ცნობილია ერთ–ერთი მოსამართლის ვინაობაც – ალავიძე. ფიგურირებს სხვა გვარიც –  ახვლედიანი. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეზე, რომლისთვისაც გადასაცემი თანხის ოდენობამ 3 მილიონ დოლარსაც კი გადააჭარბა. „მან უფრო ძირადღირებული სამსახური გაგვიწია“ – ამბობს გვარამია.

  საგულისხმოა, რომ დოკუმენტებით „რუსთავი 2“–ის მფლობელი ვინმე ყარამანიშვილია, თუმცა აუდიოჩანაწერიდან გასაგები ხდება, რომ იგი უბრალოდ „თავმჯდომარეა“ და არავითარ ძალაუფლებას არ ფლობს. რეალურად ტელეკომპანიის მფლობელი მიხეილ სააკაშვილია და უშუალო ხელმძღვანელობას ახორციელებენ მისი ყოფილი ჩინოვნიკები – იუსტიციის მინისტრი ადეიშვილი და გენერალური პროკურორის მოადგილე გვარამია.

  ამ უკანასკნელის შესახებ უკრაინაში ცოტა რამ არის ცნობილი, აი ადეიშვილი კი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა სააკაშვილის გარემოცვის იერარქიაში. ადეიშვილი ბუდაპეშტში ცხოვრობს და კიევში იმისთვის ჩამოდის, რომ საკუთარი წესრიგი დაამყაროს მოძრაობაში „Рух нових сил“. ის რუხი კარდინალია და მოძრაობის ყველა სკანდალი მის სახელთან ასოცირდება. ახალგაზრდები, ვინც კორუფციასთან ბრძოლის დროშით მოძრაობაში აღმოჩნდნენ, მასზე ისე საუბრობენ, როგორც სექტის წინამძღოლზე. ამ „სექტის“ ერთ–ერთ წევრს ხელში ჩაუვარდა სკანდალური ჩანაწერი, რომელიც მან „Українська революція“–ს რედაქციას გაუზიარა.

UAREVO.IN.UA