აქტუალური
გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად დაინიშნა - ალასანიას პარტიის ლიდერების დასაქმება გრძელდება

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. დასაქმებულია ალასანიას მკვდრადშობილი პარტიის კიდევ ერთი წევრი, რომელმაც ის თავაზიანად დაანგრია მისი ლიდერებისთვის მთავრობაში თანამდებობების მიღების სანაცვლოდ. პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის მრჩევლად დაინიშნა.

  როგორც საქინფორმი იუწყებოდა, სახელმწიფო ავტოინსპექციის ყოფილმა პოლიტხელმძღვანელმა გია ცაგარეიშვილმა პარტია “თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალასანიას პარტიის დამარცხების შემდეგ, ოთხ თანაგუნდელთან ერთად დატოვა. 2016 წლის 25 ოქტომბერს დავით ონოფრიშვილმა, ზურაბ აბაშიძემ და გია ცაგარეიშვილმა ერთობლივად გააკეთეს განცხადება და ამომრჩეველს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს, რისთვისაც მათ თანამდებობებს შეჰპირდნენ, ალასანიამ კი, როგორც ამბობენ, „ოქროს პარაშუტი“ მიიღო. ყოფილი თანაგუნდელების ამ განცხადებას “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რომლებსაც არაფერი შესთავაზეს, რადგან საქართველოში მათი პოლიტიკური წონა ნულს უტოლდება.

  ირაკლი ალასანიას წასვლის შეთანხმებული სცენარის შემდეგ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე საქართველოს მთავრობაში “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე დაინიშნა, ზურაბ აბაშიძე კი ყაზახეთში ელჩად გაამწესეს.