სამართალი
SMS-შეტყობინებები გამოგზავნილია უკრაინაში დარეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრიდან - საქართველოს მთავარი პროკურატურა მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს ასაჯაროებს

  საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. პროკურატურა მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს.

  „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების - ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობითი განცხადებები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მომართვა.

  ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე . საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.

  გამოძიებით დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან.

  საქართველოს მთავარი პროკურატურა ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოდან შემოსულ მასალას, რომელიც გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი, მათ შორის მოსამართლეებისთვის გაგზავნილ მიმართვებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს", - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.