საზოგადოება
“მე ვერ მოვასწარი მადლობის გადახდა სააკაშვილისთვის, რომელმაც ბილეთი ამიღო...” - გია ცერცვაძის მეუღლეს წამოცდა!

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლირებადი მედიის  მიერ აგორებული ცრუ კამპანია - უკრაინაში მებრძოლი ქართველი  პოლკოვნიკის გია ცერცვაძისა, რომლის გადაცემაც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთისთვის უნდოდა“ -  ბოლომდე გაიშიფრა. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თვით სახალხო დამცველი  უჩა ნანუაშვილიკი არ მოერიდა პოლიტიკურ განცხადებებს და ბრძანა, რომ  საქართველოს უნდა აერიებინა გიორგი ცერცვაძის გადაცემა მტრული სახელმწიფოსთვის -  რუსეთისთვის".

  დღეს ირკვევა, რომ მთელი ამ  სპექტაკლის ავან-ჩავანი ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ქართველი სამართალდამცველი სტრუქტურების მიერ მძიმე დანაშაულებისათვის ძებნილი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.  "გუშინ ვერც მოვასწარი, მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობა გადამეხადა, რომელმაც თვითმფრინავის ბილეთი ამიღო და ჩემი გამგზავრება უზრუნველყო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რაიმე განცხადებას მაინც გააკეთებდნენ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი განცხადება არ ყოფილა, რის გამოც გული ძალიან მწყდება”, - განაცხადა გია ცერცვაძის მეუღლემ ტატიანა მესხმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.