აქტუალური
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობამ თავდაცვის კომიტეტსა და უშიშროების საბჭოს მდივანს „ტრანსფორმაციის პროცესი“ გააცნეს

  საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

  „ამბიციური გეგმები გვაქვს, რომლებიც საკანონმდებლო ინიციატივებთან არის დაკავშირებული. ყველა დაინტერესებულ უწყებას, განსაკუთრებით კი, საკანონმდებლო ორგანოსა და უშიშროების საბჭოს დავპატიჟებთ იმისთვის, რომ წინა მომზადების ეტაპზე განვიხილოთ საკითხები, რომლებიც შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარვადგინოთ“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

  ახალი სტრატეგიული ხედვა ოთხწლიან დაგეგმვის პერიოდს მოიცავს და მისი მიზანია ძლიერი, ეფექტიანი თავდაცვის სისტემებისა და ქმედითუნარიანი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი შეიარაღებული ძალების ფორმირება, როგორც არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად, ასევე, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად.