პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ვულოცავ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას საქართველოს მოქალაქეებს, აფხაზ და ოს თანამემამულეებს, რომლებსაც ეს შედეგები შეეხებათ

  საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს.

  „მინდა, მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

  მე მინდა, მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის.

  მინდა, მადლობა ვუთხრა ევროპის ელჩებს, რომლებიც მუშაობდნენ ამ მიღწევისთვის.

  მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას, აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის.

  მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან!“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.