აქტუალური
ქეთევან ციხელაშვილის თქმით, უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის

  საქართველო, 3 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის სარგებელი მაქსიმალურად მარტივად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირებისთვის.

  „უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იხსნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, შესაბამისად, ქართული პასპორტის მქონე პირებისთვის”, - აცხადებს ციხელაშვილი და განმარტავს, რომ ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის.