უცხოეთი
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში დაიმუქრნენ, რომ ისააკის ტაძრის გადაცემის მილიონ მომხრეს ქუჩებში გამოიყვანენ

  საქართველოს, 2 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში აცხადებენ, რომ სანქტ–პეტერბურგში ეკლესიისთვის ისააკის ტაძრის გადაცემის მხარდასაჭერ აქციაზე მილიონი ადამიანი გამოვა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ დიმიტრი სმირნოვმა განუცხადა.

  „თუ ჩვენ, როგორც ისინი გვიწოდებენ, „ობსკურანტი–საეკლესიო პირები“, მოვისურვებთ, 100 ათასი კაცი მოვა, თუ მოვინდომებთ – მილიონიც. ჩვენ მილიონ კაცს შევკრებთ. ეს უნდათ?“– განაცხადა მან.

  სმირნოვის თქმით, ისააკის ტაძრის შენობის ეკლესიისთვის გადაცემის საწინააღმდეგო აქცია არის „ქარიშხალი ჭიქაში“.