საზოგადოება
ჩემს შვილს უთხრეს, ყველა ქართველი მებრძოლი უკრაინაში, მათ შორის მამაშენი, დაქირავებული მკვლელიაო - გია ცერცვაძე

  საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, გორში შსს–ს სპეცნაზის ყოფილი მეთაურის გია ცერცვაძის განცხადებით, რომელიც კიევში დააკავეს, მის შვილს გორში თანაკლასელების მეგობრებმა ქუჩაში უთხრეს, რომ მამამისი და ყველა ქართველი მებრძოლი უკრაინაში დაქირავებული მკვლელია (რაც სინამდვილეს შეესაბამება – რედ.).

  ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ უკრაინიდან ჩართვისას ისაუბრა და თქვა, რომ მის ოჯახს საქართველოში საფრთხე ემუქრება, ამიტომ უკრაინას თავშესაფარი თავისი ოჯახისთვისაც სთხოვა.

  „მე ვაპირებ მთელი ოჯახისთვის მოთხოვნას თავშესაფრის, იმიტომ, რომ მოხდა არასასიამოვნო ფაქტი. ჩემი უფროსი ბიჭი როცა ქუჩაში იყო, ჰქონდათ მასთან ლაპარაკი, რომ ყველა მებრძოლი, მამაშენიც მათ შორის, ვინც იბრძვის უკრაინის მხარეს, მიდის იმისთვის, რომ ფული იშოვოს და ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. მე არ მინდა, რომ ჩემს ბავშვზე იყოს ასეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - განაცხადა გია ცერცვაძემ.