სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე შს მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა საქართველოსა და ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროებს, ასევე ორი ქვეყნის კრიმინალური პოლიციის სამსახურებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

  შს მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა პოლიციის ატაშეების საქმიანობა თბილისსა და ვენაში პოზიტიურად შეაფასეს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ავსტრია ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნებს შორის დაასახელა.

  შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და არად ბენკომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრის ვოლფგანგ სობოტკას საქართველოში ვიზიტის დეტალები და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმები განიხილეს.