აქტუალური
კეკენაძე მარგველაშვილს მოუწოდებს, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, ნატოს სამიტში საქართველოს არმონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით

  საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. “თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე მიმართავს პრეზიდენტს,  მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს ნატოს 2017 წლის სამიტში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით: მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს, დაინტერესდეს, რა  გეგმები და ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას ერთი მხრივ ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით. მეორე მხრივ, გასარკვევია, რა გააკეთა ქართულმა მხარემ  იმისათვის, რომ საერთოდ ვყოფილიყავით წარმოდგენილნი ნატოს სამიტზე.

  საქართველო არ არის ნატოს რიგითი პარტნიორი, რომელიც ელოდება, მიიწვევენ თუ არა სამიტზე. ნატოს სამიტზე მონაწილეობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პრაქტიკულად და სწორად იმუშავებს როგორც ნატოსთან, ასევე ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ამ საკითხზე მუშაობა უნდა დაწყებულიყო დიდი ხნის წინ. სამწუხაროა, რომ სწორედ  ხელისუფლების ამგვარი პასიურობა და არაკომპეტენტურობა აზიანებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს

  ნატოს 2017 წლის სამიტში არ მონაწილეობა არის  ძალიან მომგებიანი გზავნილი ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის“, - ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.