პოლიტიკა
ენერგეტიკის სამინისტროს პასუხი "პატრიოტთა ალიანსს" - "გაზპრომ ექსპორტთან" დადებული ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული სამინისტროში"

  საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. “პატრიოტთა ალიანსმა” საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსგან “გაზპრომთან” მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე უარი მიიღო.

  როგორც ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ პარტიას წერილობითვე აცნობა, რომ კონტრაქტის ასლი სამინისტროში არ ინახება.

  „მივმართეთ ენერგეტიკის სამინისტროს და მოვითხოვეთ კონტრაქტის ასლი და პასუხი მივიღეთ შემდეგნაირი - სამინისტრო გვაცნობებს, რომ აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია არ შეუძლიათ მათ დააკმაყოფილონ. კერძოდ: “გაზპრომ ექსპორტთან” დადებული ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული სამინისტროში“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.