საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რასაც მთავრობის მხარდაჭერა ექნება

  საქართველო, 25 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა მზად არის, პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სრული თანადგომა გაუწიოს ამ პროექტს.

  "მინდა, მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.