უცხოეთი
ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებს 10–წლიანი ციხე და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი.  აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს დაკავებულ 230 ადამიანიდან უმეტესობას სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებებს წაუყენებენ, კერძოდ კი, მასობრივ არეულობებში მონაწილეობას, – ამის შესახებ აშშ–ის პროკურორის ოფისში განაცხადეს. ეს დანაშაული ითვალისწინებს 10–წლიან პატიმრობასა და 250 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმას. როგორც პროკურატურაში დააზუსტეს, ამ საქმეებზე სასამართლო წარმოება თებერვალში გაიმართება.