სამართალი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის პირველ სამუშაო დღეს ვირჯინიის შტატში “ცეერუს” შტაბბინაში სიტყვით გამოვიდა

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. ტრამპმა უწყების 400 მუშაკს მიმართა. პრეზიდენტმა მათ “ნამდვილად ფასეული და საოცარი სპეციალისტები” უწოდა. “ცეერუს” პრიორიტეტად ტრამპმა ისლამურ ტერორიზმთან ბრძოლა დაასახელა. სახელმწიფოს მეთაურმა სპეცსამსახურთა თანამშრომლებს თავისი პატივისცემა დაუდასტურა და უარყო მტკიცება, რომ ის დაზვერვის მიმართ მტრულად არის განწყობილი. ტრამპის თქმით, ეს მტრობა მასმედიამ გამოიგონა.

  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (“ცეერუ) ყოფილმა დირექტორმა ჯონ ბრენანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპეცსამსახურის შტაბბინაში ვიზიტის გამო გააკრიტიკა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა ნიკ შაპირომ თავის “ტვიტერზე” დაწერა: “ბრენანი ძალზე შეაწუხა და განარისხა იმან, რომ დონალდ ტრამპმა “ცეერუს” გმირებისადმი მიძღვნილი მემორიალური კედლის წინ ამაზრზენი თვითგანდიდების დემონსტრირება მოახდინა”, - დაწერა შაპირომ და დასძინა, რომ ბრენანის თქმით, ტრამპს უნდა რცხვენოდეს.