პოლიტიკა
სააკაშვილი განმარტოებით იდგა ბუჩქებში, სადაც უსახლკაროები ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ ხოლმე! - საქინფორმი

  საქართველო, 24 იანვარი, საქინფორმი. უკრაინელმა ჟურნალისტებმა სააკაშვილს კიდევ ერთხელ მოსჭრეს თავი მთელ მსოფლიოში! საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა, რომელიც ძალიან მალე აღმოჩნდება კიევის ან თბილისის ციხეში, უკანასკნელი სასოწარკვეთილი ნაბიჯი გადადგა - ის ღორივით გამოტყვრა და აშშ-ში გაფრინდა, რათა როგორმე ხალხის ჯგუფს შერეოდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელთანაც, თავისი პრეზიდენტობის ჟამს, თბილისიდან ნიუ-იორკში სუტენიორივით ჩაჰყავდა მეძავები.

  მაგრამ იქ შეძრომა და ფოტოს გადაღება, რათა მერე მთელ მსოფლიოში ტრამპთან მეგობრობით ეტრაბახა, მიშკამ ვერ მოახერხა - დაცვამ თეთრი სახლის პერიმეტრთან ახლოსაც არ მიუშვა და სააკა იძულებული გახდა, ინაუგურაციისთვის შორიდან ეყურებინა - ხმელი ველური ბუჩქნარიდან, სადაც, ჩვეულებრივ, უსახლკაროები ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ...