უცხოეთი
„დავოსში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს შორის სუფევს შიშის ზარი გლობალური პოლიტიკური კატასტროფის გამო!“ – ანატოლი ჩუბაისი

  საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ „როსნანოს“ ხელმძღვანელმა „BFM“–თან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამგვარი სიტუაცია დავოსში მისი მონაწილეობის მთელი ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთელ ახსოვს – 2009 წელს. მაშინ, „როსნანოს“ ხელმძღვანელის თქმით, „გლობალური მსოფლიო ფინანსური კრიზისი“ დაიწყო. მისი აზრით, „ახლა თავზარდაცემის ხარისხი 2009 წლის შიშის ზარის ხარისხს უდრის“.

  არსებულ სიტუაციას, როგორც ანატოლი ჩუბაისმა განაცხადა, ასახავს ფორუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის სი ძინპინის სიტყვით გამოსვლა, რომელიც „საბაზრო ეკონომიკის ოდად“ იქცა და, ასევე, აშშ–ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება იმის შესახებ, რომ „ამერიკას ყველა ჩაგრავს“ და იგი იმპორტზე საბაჟო გადასახადს გაზრდის.

  47–ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის დავოსში 2017 წლის 17–20 იანვარს მიმდინარეობდა.