საზოგადოება
კახა კალაძე: „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად გასაჯაროვდეს

  საქართველო, 20 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

  ”ბოლო დროს არასწორი განცხადებები ისმის, თითქოს ეს ხელშეკრულება არის გრიფითსაიდუმლო“. გრიფითსაიდუმლოსხვა ხარისხის კომერციულ საიდუმლოებასთან მიმართებაში. ყველა ასეთი ტიპის ხელშეკრულება, ნებისმიერ ქვეყანაში არის კომერციული საიდუმლოება.

  ოკუპანტ სახელმწიფოსთან იგივე ხელშეკრულება წლების განმავლობაში იყო კომერციული საიდუმლოება, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, შევარდნაძის ხელისუფლების დროს ფორმდებოდა ეს ხელშეკრულებები. ექსპერტებთან შეხვედრის დროს ძალიან ბევრი დეტალი გაჟღერდა ამ ხელშეკრულების. მე გაძლევთ პირობას, თუ იქნება შესაძლებელი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამის გასაჯაროება”, - განაცხადა კალაძემ.