სამართალი
წერილი მთავრობას - 80 არასამთავრობო ორგანიზაცია "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გრიფის მოხსნას ითხოვს

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. სოროსის, მარშალისა და სხვა დასავლური ფონდების, ინსტიტუტებისა და ასევე სპეცსამსახურების ფულით საქართველოში შექმნილი 80 არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმართავს, რომ “გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას გრიფი მოეხსნას.

  "საქართველოს რუსეთთან ასეთი ტიპის ხელშეკრულებების საკითხი მხოლოდ კომერციულ ჩარჩოებში ნამდვილად არ ჯდება, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ევგენიძემ.

  გამყიდველი, დასავლური გრანტებით მოსყიდული ე. წ. ქართული სამოქალაქო სექტორი დეტალურად აღწერს მიმართვაში, რა რისკების მომტანია რუსულ კომპანიებთან ხელშეკრულების პირობების შეცვლა.

  „გაუგებარია, როდესაც გვეუბნებიან, რომ ეს შეთანხმება კომერციული საიდუმლოებაა, როდესაც რუსეთი არის ოკუპანტი. ეს არის კაპიტულანტური შეთანხმება, რომელიც არის საზიანო საქართველოსთვის“, - განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა, მოძრაობა „ეს შენ გეხებას“ ლიდერმა ლაშა ტუღუშმა.