პოლიტიკა
უმუშევარი მედროვეები, გრანტიჭამიები, პროქტოპოლიტოლოგები და ახუ: დაფუძნდა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი ერთობა საქართველოსთვის"

   საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს ჩაბარდა, აშშ–ის პრეზიდენტი კი დონალდ ტრამპი გახდა, რომელმაც ნატო მოძველებულ ორგანიზაციად გამოაცხადა და რუსეთთან მეგობრობის სურვილი გამოთქვა, უსაქმოდ დარჩენილმა ქართული პოლიტიკის მედროვეებმა და გრანტიჭამიებმა ციებ–ცხელებიანივით დაიწყეს „ფერისცვალება“. მაგალითად, გუშინ, შოუმენი აქუბარდია, მეტსახელად ახუ, საკუთარი ტელევიზია „კავკასიის“ ეთერში მთელი საღამო ირწმუნებოდა, რომ ნატო – „ისეთივე მოძველებული ორგანიზაციაა, როგორც საბჭოთა ხანის გადმონაშთი“.

  ახუს იუმორისტული შოუს სტუმარი მისი მასწავლებელი – მოუსვენარი მოხუცი სოსოცინცაძე იყო, საქართველოს მთავარი პროქტოპოლიტოლოგი, რომელიც პოლიტიკურ პროგნოზებს მხოლოდ უკუღმა, შემკვეთის საამებლად აკეთებს. თუმცა ორივე, ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის მოსვლის მომენტიდან და ივანიშვილის მოსვლის შემდეგაც კი, რომელმაც სოსოცინცაძეს „არნახული სულელი“ უწოდა, აქტიური ევროატლანტები და რუსოფობები იყვნენ. ეს გასაგებიცაა – ახუმ ხომ თავისი ქალიშვილი უშიშროების საბჭოში მოაწყო, სოსოცინცაძემ კი გრანტის ფულით დაწერა მის ცხოვრებაში ერთადერთი ბროშურა ნატოს შესახებ.

  გუშინ კი, 2017 წლის 17 იანვარს, საქართველოში კიდევ ერთი ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა – ახალი ერთობა საქართველოსთვის დაფუძნდა. როგორც განცხადებული იქნა, მასში „დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები გაერთიანდნენ“, ამჟამჟამად უმუშევრები. უკვე ცნობილია ოთხი დამფუძნებლის–ინიციატორის ვინაობა: ესენი არიან ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი  მამუკა ჟღენტი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ ვაშაკიძე, უკვე დიდი ხნის ვირტუალური „ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა და ონანისტთა მოძრაობის – ჩვენ თვითონ“ თავმჯდომარე პაატა დავითაია.

  „ჩვენს პლატფორმაში, საზოგადოებრივ მოძრაობაში უკვე გაერთიანებული არიან პოლიტიკური პარტიები, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ახალი პოლიტიკური, მაგრამ არაოდიოზური პარტიების მიღებისთვის. ვაპირებთ ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯის მხარდაჭერას, რომელიც წამოსული იქნება მმართველი გუნდისგან და ნებისმიერი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების, მაგალითად, „გაზპრომთან“ ხელშეკრულება, კონსტრუქციულ, მაგრამ აქტიურ კრიტიკას“, - განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა “ახალი ერთობა საქართველოსთვის” წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა.

  საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები არ გამორიცხავენ, მომავალში ეს პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს. ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, მათ დაფინანსება ევროპელი დამფინანსებლებისგან აქვთ. სავარაუდოდ, მათ მალე შეუერთდება ახალი წევრი – რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე, სააკაშვილის ხანის საგარეო საქმეთა მინისტრი და ბალერინა ნინო ანანიაშვილის იმპრესარიო.