საზოგადოება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სესხის გალარების შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდნელი არ არის

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. 17 იანვრიდან საქართველოში იპოთეკური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

 „გალარების პროგრამაში მონაწილეობით მსესხებელი საკუთარი დოლარში არსებული სესხის ლარში გადაყვანას შეძლებს შეღავათიანი პირობებით და არ გადაიხდის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს.

 კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს გასცემენ არსებული საბაზრო პროცენტით. დღევანდელი პირობებით, აღნიშნული პროცენტის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. ლარის სესხი მსესხებლებს უფრო მეტ სტაბილურობას სთავაზობს. მათი ხარჯები იქნება სტაბილური და პროგნოზირებადი. ყველას, ვისაც პროგრამა შეეხება, ვურჩევდი სესხების გალარების პროგრამაში მონაწილეობას. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მთავრობის შეთავაზება მხოლოდ 2 თვე გრძელდება. მეორე, თუკი აქამდეც გქონდათ სურვილი, თქვენი სადოლარე სესხი ლარში გადაგეყვანათ, ამისთვის ბანკი საკომისიოს გადაგახდევინებდათ. პროგრამა ამ ვალდებულებისგანაც გაგათავისუფლებთ. მესამეც, უფლება გაქვთ, შეარჩიოთ ნებისმიერი ბანკი, რომელიც საუკეთესო პირობებს შემოგთავაზებთ“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.