პოლიტიკა
ტრამპი: “უკვე მრავალი წელია, ამერიკა ღრმად დაშორიშორებული, გაბოროტებული და უნდობელია”

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბოდიშის მოხდას ელოდება დაზვერვის ხელმძღვანელების და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისგან, რომლებმაც განაცხადეს, რომ რუსეთი მასზე მაკომპრომეტირებელ მასალებს აგროვებდა. ტრამპმა ამ დოკუმენტებს ყალბი უწოდა და მოსკოვშიც უარყვეს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატს აგროვებდნენ.

 “დაზვერვის იმ ხელმძღვანელებმა ამ შემთხვევაში შეცდომა დაუშვეს. ხოლო როდესაც ადამიანები ცდებიან, მათ უნდა მოიბოდიშონ. ბოდიში მედიასაშუალებებმაც უნდა მოიხადონ”, - დაწერა ტრამპმა თავის გვერდზე ტვიტერში, რომელმაც ბოლო ხანებში სოცქსელებში პოპულარობის ყველა რეკორდი მოხსნა.

 “უკვე მრავალი წელია, ჩვენი ქვეყანა ღრმად დაშორიშორებული, გაბოროტებული და უნდობელია. ბევრი ამბობს, რომ ეს არასდროს შეიცვლება, რადგან სიძულვილმა მეტისმეტად ღრმად გაიდგა ფესვი. ეს შეიცვლება!!!”, - დასძინა ტრამპმა.