აქტუალური
კოლაბორაციონისტები განგაშს ტეხენ – ამერიკული NDI–ის გამოკითხვითაც კი, 25% ნატოში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგია, 14%–მა კი პასუხისგან თავი შეიკავა

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. დასავლეთის აგრესიული ძალების გავლენის აგენტები – სააკაშვილის პარტიის ნარჩენები და დაქირავებული ენ–ჯე–ოები გუშინდელი დღიდან განგაშს ტეხენ: „საქართველოში პრორუსული ძალები ბოლო წლის განმავლობაში 39%–მდე გაიზარდა“ – განაცხადეს მათ გუშინ „რუსთავი 2“–ის ტელეეთერში.

 აშშ–ის ნაციონალ–დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მისაღებია  გამოკითხულთა 72%-სთვის, ხოლო 18%-ისთვის მიუღებელია. ნატოში გაწევრიანებას  გამოკითხულთა 61% უჭერს მხარს, 25% – წინააღმდეგია, 14%–მა კი ამჯობინა არ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია, რათა სამსახურში პრობლემები არ შექმნოდა...

 "საგარეო ორიენტაციის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა უპირობოდ უჭერს მხარს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას. აქ პარტიული კუთვნილება მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა შედარებით მეტად უჭერენ მხარს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციასნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. თუმცა, მთავარი ის არის, რომქართული ოცნების”, ასევე სხვა პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერად რჩება", - განაცხადა CRRC - საქართველოს პრეზიდენტმა კობა თურმანიძემ.

 NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა 3 141 პირი. კვლევის ცდომილების საშუალო ზღვარია ±1,8%.