უცხოეთი
პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურებს სრულად ენდობა

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურებს სრულად ენდობა. გადამდგარი გენერალი ჯეიმს მატისი სენატის შეიარაღებული ძალების საკითხთა კომიტეტში იმყოფებოდა და სენატორთა შეკითხვებს უპასუხა.

 პენტაგონის მომავალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მზად უნდა იყოს რუსეთს დაუპირისპირდეს იმ საკითხებში, რომელთა მიმართაც განსხვავებული პოზიცია აქვს.

 თუმცა, გადამდგარი გენერალი მხარს უჭერს არჩეული პრეზიდენტის პოზიციას, რომ რუსეთთან ჩართულობა აუცილებელია.

 მატისის კანდიდატურას თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე ჯერ კონგრესის ქვედა პალატამ, შემდეგ კი სენატმა უნდა დაიჭიროს მხარი.