საზოგადოება
პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ - ექიმის კომენტარი

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ფეხშია დაჭრილი. გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი ამ ეტაპზე მკურნალობას რესპუბლიკური საავადმყოფოს მულტიპროფილურ განყოფილებაში განაგრძობენ.

 მინდია გოგოჭური და მიხეილ თათრიშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოს 3-4 დღეში დატოვებენ. როგორც მათი მკურნალი ექიმი ნიკოლოზ კვაჭაძე აცხადებს, ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა.

 შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი 11 იანვარს, გვიან ღამით, ბალანჩივაძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.