პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში - ჯონ ქერი საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ხანმოკლე ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ეწვია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ზალკალიანს შეხვდა.

 მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და პირადად ჯონ ქერის იმ წვლილისთვის, რაც მან შეიტანა საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებაში.

 თავის მხრივ, ჯონ ქერიმ აღნიშნა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი დემოკრატიული, პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების გზაზე. მან წარმატება უსურვა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, რომელიც, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის სწორ განვითარებაში.