საზოგადოება
ბავშვთა პროსტიტუცია კანონის დარღვევაა და მნიშვნელობა არა აქვს, ამ დაწესებულებაში უშვებენ თუ არა ეთნიკურ ქართველებს - გიორგი გოცირიძე

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" ეხმაურებიან. იურისტი გიორგი გოცირიძე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავი იყო.

  "თუკი სადმე ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ეს არის კანონის სერიოზული დარღვევა და ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ამ დაწესებულებაში უშვებენ თუ არა ეთნიკურ ქართველებს, ასეთი დაწესებულებები ზოგადად არ უნდა არსებობდნენ და ამ შემთხვევაში დისკრიმინაციას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია.

 რაც შეეხება სხვა შემთხვევაში, როდესაც არ ხდება არასრულწლოვანთა პროსტიტუცია და კანონიერი საქმიანობის წარმოებას აქვს ადგილი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო არაფერ შუაში არ არის და ეს არის სამოქალაქო დავის საგანი", - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.