აქტუალური
საქართველოში ტურისტების რაოდენობა ნახევარი მილიონით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით სტატისტიკას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

  გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6 მილიონ 350 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია და მიღებულია 2 მილიარდზე მეტი შემოსავალი.

  „ინვესტიციები, რომლებსაც ვახორციელებთ ოთხსეზონიანი კურორტების შექმნის, ასევე ტურისტული მიმართულებებისკენ ახალი გზების მშენებლობის კუთხით და ზამთრის კურორტებზე საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელების განხორციელების მიმართულებით, კიდევ უფრო გასაფართოებელია, რადგან მას მოაქვს კონკრეტული შედეგები, ადგილობრივი ბიზნესისა და ადგილობრივ მცხოვრებთათვის დამატებითი შემოსავლის სახით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.