უცხოეთი
სახდეპმა განმარტა, თუ რატომ არ არის მტკიცებულებები მოხსენებაში „რუსი ჰაკერების“ შესახებ

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ინტერვენციის შესახებ მომზადებულ საჯარო ანგარიშში წარმოდგენილი მტკიცებულების ნაკლებობა სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკით აიხსნება,-ამის შესახებ   სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისი თქმით, მტკიცებულებები სრულად წარმოდგენილი არ იყო, რადგან დაზვერვის საშუალებებისა და მუშაობის მეთოდები დაცული უნდა ყოფილიყო. როდესაც კირბიმ გაიხსენა, შეერთებული შტატების მიერ ერაყის საკითხთან დაკავშირებით მომზადებული დაზვერვის დასკვნები ყალბი არ ყოფილა, თუმცა მისი თქმით, საკითხის ერთმანეთთან შედარება არასწორია.

 "არავინ ამბობს, რომ 2000-2001 წლებში შეცდომები არ იყო. მაგრამ ეს 15 წლის წინ მოხდა, მას შემდეგ დაზვერვის სამსახურში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, უფრო მეტად ინტეგრირებული გავხდით", - განაცხადა კირბიმ.

 6 იანვარს გამოძიების ფედერალური ბიუროს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსა და ეროვნული უსაფრთხოების საააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიში გამოქვეყნდა.

 დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეერთებულ შტატებში საარჩევნო კამპანიის დროს ჩარევის განკარგულება გასცა და რუსეთს აშშ-ს არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება სურდა. თუმცა, მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს გამუდმებით უარყოფს.