აქტუალური
2016 წელს საქართველოს ისრაელიდან 100 000 ტურისტი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 57%-იან ზრდაზე მიუთითებს

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. 2017 წელს აღინიშნება საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი.

 ისრაელის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დამყარების თაობაზე ხელი შეუწყო საქართველოსა და ისრაელს შორის მზარდი ტურისტული ნაკადის პოზიტიურ დინამიკას.

 2014 წელს დაფუძნდა საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისია. კომისია წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით ერთობლივი მიზნების მისაღწევად.

 მნიშვნელოვანია „მაშავის“ (Mashav- Israeli Agency for International Development Cooperation) საქმიანობა საქართველოში, რომელიც ხელმისაწვდომს ხდის ისრაელის ფასდაუდებელ გამოცდილებას ქართველი ექსპერტებისათვის.