უცხოეთი
აშშ–ის ელჩს რუსეთში ჯონ ტეფტს ვაშინგტონიდან ბრძანება არ მიუღია რუსეთის დატოვების შესახებ აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთში აშშ–ის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ოლსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრძანება, 7 დეკემბრამდე დაწერონ განცხადებები გადადგომის შესახებ, მიმართული იყო მხოლოდ „ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკურ ხელდასხმულებზე“.

 „დიპლომატიური სამსახურის კარიერულ თანამშრომლებს მსგავსი განკარგულება არ მიუღიათ“, – აღნიშნა ოლსონმა.

 ჯონ ტეფტი აშშ–ის საელჩოს რუსეთში სათავეში ჩაუდგა 2014 წლის აპრილში. მანამდე ის ელჩად მსახურობდა ლიტვაში, საქართველოსა და უკრაინაში.