სამართალი
ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს! - აღშფოთებულ აშშ–ის ელჩს „დაავიწყდა“, როგორ მიაყენა შეურაცხყოფა გენპროკურორმა გვარამიამ ქართველ ხალხს

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი.

 "ჩვენ ძალიან შევწუხდით იმ ამბის გამო, რომ ბატონ გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენეს. მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ დაიწყო გამოძიება, რადგან პიროვნება საყოველთაოდ ცნობილია, არსებობს ვიდეოც. ამ ფაქტმა ჩვენ ძალიან შეგვაშფოთა, ამიტომ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით", - აცხადებს იან კელი, რომელიც, როგორც ყოველთვის, სრულად იცნობს საქმის მასალებს გამოძიების მსგავსად...

 “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანიც.

 "ვერ მივესალმებით ვერანაირი სახის ძალადობას. მაგრამ უფრო ღრმად და კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, რადგან მეტი ამ საქმის შესახებ არაფერი ვიცი", - განაცხადა ჰერმანმა.

 საქინფორმი ასევე გმობს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებზე, თუმცა, გვარამიას შეურაცხყოფაზე საუბრისას აშშ–ის ელჩს საქართველოში ავიწყდება, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მთავარი პროკურორი იყო სააკაშვილის პრეზიდენტობისას და შეურაცხყოფას აყენებდა მთელ ქართველ ხალხს!