უცხოეთი
რესპუბლიკელი სენატორები ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის დასაჯონ

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. რესპუბლიკელი სენატორები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, რუსეთი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო დასაჯონ. ამის შესახებ ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა ტელეკომპანია NBC-სთვის მიცემულ ერთობლივ ინტერვიუში ისაუბრეს.

 სენატორების თქმით, რუსეთმა საკუთარი ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს, ოფიციალურმა ვაშინგტონმა კი კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ახალი სტრატეგია შეიმუშაოს.

 დაზვერვის სამსახურების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვის მიმართ შესაბამისი ზომების გატარება ახალ ადმინისტრაციაშიც არ გამორიცხეს. განცხადება Fox news-ის ეთერში ტრამპის თამაშემწემ რაინს პრიბუსმა გააკეთა.