საზოგადოება
ნიკა მელია ვერ იქნება იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ასეთი მოვარდნებით ელაპარაკება - ელენე ხოშტარია

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ეს განცხადება ელენე ხოშტარიამ პარლამენტში რატიანს, ბობოხიძესა და მელიას შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ გააკეთა.

 ხოშტარიას თქმით,  ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო.

 მისივე განცხადებით,  უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის.

 „ნიკა მელია ვერაფრით ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი და ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ასეთი მოვარდნებით და შეურაცხყოფებით ელაპარაკება. რა თქმა უნდა, ეს არის განხილვის საგანი. ჩვენ გავითვალისწინეთ გიგი უგულავას, ახლად გამოსული პოლიტპატიმრის თხოვნა, რომ კონსულტაციები დასრულდეს. ამოცანა არის ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა და არა ფრაქციებში ერთმანეთთან მივარდნა და კუნთების ჩვენება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.