სამართალი
„ეს იყო ნასვამი ადამიანის დაგროვებული ბოღმა"- რატი გაჩეჩილაძის ადვოკატი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას არასწორად მიიჩნევს

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. „ნიკა გვარამიასგან წამოსროლილმა ერთმა შეურაცხმყოფელმა ფრაზამ სპონტანური რეაქცია გამოიწვია, მივიდა და დაარტყა“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიაზე თავდასხმის გამო დაკავებული რატი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა გააკეთა.

 თავდასხმის მოტივთან დაკავშირებით ადვოკატი აცხადებს, რომ ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან მისი მამის და ბიძის მიმართ დღევანდელ დღემდე ინტენსიური, ყოველდღიური შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება“.

 „ეს იყო მხოლოდ ადმინისტრაციულად დასჯადი ქმედება და არ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა. პოლიტიკური ნიშნით ცდილობს, ამ ჩარჩოში, რაკურსში გადაიყვანოს ნიკა გვარამიამ, რაც აბსურდია. ეს უკვე მათი ხელწერაა, ვინმემ რომ მათზე რამე განაცხადოს,  პოლიტიკური დევნის ფიგურებად უნდა წარმოჩინდნენ“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.