აქტუალური
თანამშრომლობა კეთილი ნების ქვეყნებს შორის ტერორიზმის პრობლემის ეფექტიან გადაწყვეტამდე მიგვიყვანს - გიორგი მარგველაშვილი

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა ისრაელის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტერორიზმის წინააღმდეგ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. მან რეუვენ რივლინს პირადად მიუსამძიმრა იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო.

 „გვჯერა, რომ კეთილი ნების ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სტრატეგიული ინტერესების აღიარებას ეფუძნება, მიგვიყვანს ეფექტურ გადაწყვეტამდე ტერორიზმის პრობლემისა, როგორც კონკრეტული ტერორისტული აქტებისა, ასევე იმ გლობალური პრობლემის გადაწყვეტისა, რომელსაც ISIS-ის პრობლემა ჰქვია", - განაცხადა მარგველაშვილმა.