უცხოეთი
ობამა შეშფოთებულია იმით, რომ „რესპუბლიკელები და ტელეკომენტატორები პუტინს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე თანამოქალაქე ამერიკელებს“

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტი ბარა ობამა აშშ-ს დაზვერვის სამსახურის მიერ საიდუმლო ანგარიშის მეორე ნაწილის გამოქვეყნებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შედეგები მას არ გაკვირვებია: რუსეთს სურდა აშშ- საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა და ჩაერია კიდეც”,- განაცხადა ობამამ.

 მისივე მტკიცებით, საკვირველი სხვა რამ არის. კერძოდ, ობამასთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ დღეს, “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლები “დემოკრატიული პარტიის” წევრებს ნაკლებად ენდობოდნენ. რესპუბლიკელები ვლადიმერ პუტინს უფრო ენდობიან, ვიდრე დემოკრატებს”,- განაცხადა ობამამ სიტყვით გამოსვლისას.