აქტუალური
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, თანხების ინვესტირებისას გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 „საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მოჰკიდებოდნენ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბაზროსთან შედარებით გაცილებით მაღალ საპროცენტო სარგებელს სთავაზობდა კლიენტებს საკუთარი თანხის დაბანდების სანაცვლოდ. ასეთი შპს-ები თუ კერძო კომპანიები, მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის განზრახვით, შეიძლება ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებსსაფინანსო”, “საკრედიტო”, “საბროკეროან სხვა მსგავსი, რაც არ ნიშნავს, რომ ეს შპს არის საფინანსო სექტორის წარმომადგენელი და მისი საქმიანობა რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ.

 ნებისმიერი პირის უფლებაა, მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი სახსრების განკარგვის შესახებ. თუმცა, სამომავლოდ, დაბანდებული თანხების დაკარგვის რისკის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თანხების ინვესტირებისას მიიღონ მხოლოდ გონივრული და ინფორმირებული გადაწყვეტილება”, – ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.