აქტუალური
დუისის კულტურის სახლის დაწვის მცდელობა - კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა საპროტესტო აქცია გამართა

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. გუშინ, გვიან ღამით პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლის დაწვა სცადეს. შენობას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია “კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის” საზოგადოებრივი ცენტრია განთავსებული, დაუდგენელმა პირებმა ბენზინი მიასხეს.

 ცეცხლის ლოკალიზება ადგილზე მისულმა დარაჯმა და ადგილობრივებმა შეძლეს.

 ფონდის ხელმძღვანელის იზა ბექაურის თქმით, ბოლო პერიოდში ხეობაში მცხოვრებთა ერთი ჯგუფი სოციალური ქსელის საშუალებით მას საქმიანობის შეწყვეტას სთხოვდა.

 თვითმხილველები ახმეტის პოლიციამ უკვე დაჰკითხა.

 არასამთავრობო ორგანიზაციამ მომხდართან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა.