საზოგადოება
ილია მეორე ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი!–პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 "უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

 მთელი მისი მოღვაწეობა ერისა და სამშობლოს სამსახურისთვის არის მიძღვნილი. ის ჩვენთვის ყოველთვის იყო და არის თავმდაბლობის, სულგრძელობისა და მოთმინების, მიმტევებლობისა და მოყვასისადმი სიყვარულის მაგალითი. ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ", - ნათქვამია  გიორგი კვირიკაშვილი მისალოც განცხადებაში.

 საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 4 იანვარს 84 წლის გახდა.