საზოგადოება
აქციზების ზრდაც და ყველა ზომათა მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის კარგი ცხოვრებით განპირობებული - გია ვოლსკი

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. 1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე - აქციზის გადასახადი, სათამაშო ბიზნესზე კი მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა. უმცირესობა ვარაუდობს, რომ აქციზის ზრდა ავტომატურად აისახება სხვა პროდუქტებზე ფასების ზრდაზე.

 უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ აქციზის ზრდით ბიუჯეტში მეტი შემოსავლები იქნება მობილიზებული, რამაც ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს.

 "აქციზების ზრდაც და ყველა ზომათა მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის კარგი ცხოვრებით განპირობებული. ის, რომ ჩვენს საზოგადოებას არ უგრძნია და ღმერთმა დაიფაროს, რომ ოდესმე იგრძნოს, ჩვენ გარშემო თუ რა მძიმე სიტუაციაა შექმნილი, საერთოდ, მსოფლიოში ეს დაპირისპირებები როგორც ცხელ ფაზაშია გადასული, ენერგეტიკის თემა აქ პირველ პლანზე გამოდის, ვფიქრობ, ეს ნაბიჯები იქნება გამოსავალი გარკვეული პრობლემების გადასალახავად“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ